287
კომპანია ჰაიდელბერგცემენტი, კასპის გამგეობასთან თანამშრომლობით, კასპში მდებარე მოედნის განახლებას გეგმავს და მისი წინასწარი დიზაინის კონცეფციის შესაქმნელად პროექტების კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგოც ფიზიკურ პირს, ასევე კომპანიას. პროექტი განხორციელებადი უნდა იყოს საქართველოში მოპოვებადი მასალებით და პროექტის ავტორს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, თუ როგორ იქნება შესაძლებელი მისი განხორციელება;
პროექტებს განიხილავს ჰაიდელბერგცემენტის გუნდისა და კასპის გამგეობისგან დაკომპლექტებული ჟიური და გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 2500 ლარი.
განაცხადების მიღება გრძელდება 31 იანვრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს