ევროვინგსი ივლისიდან სამ ახალ პირდაპირ რეისს ამატებს. ავიაკომპანიის მგზავრებს პირველად მიეცემათ ქალაქ დიუსელდორფიდან რუსეთის მიმართულებით გაფრენის შესაძლებლობა. ავიაკომპანია განახორციელებს ფრენებს ეკატერინბურგის და კრასნოდარის მიმართულებით. პირდაპირი რეისები შესრულდება, აგრეთვე, საქართველოს დედაქალაქ, თბილისის მიმართულებითაც.
აღნიშნული სიახლით, ლუფთჰანზას შვილობილი კომპანია აფართოებს თავის პროგრამას „ოჯახების და სამშობლოს მონახულება“, რომელშიც აქამდე მოიაზრებოდა რეისები ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის საბერძნეთი, ხორვატია, ალჟირი და თურქეთი. გასული წლის დეკემბერში აღნიშნულ ქვეყნებს დაემატა ბეირუთი (ლიბანი) და ერბილი (ჩრდილოეთ ერაყი). ბაზრის ამ სეგმენტში ევროვინგსს ლიდერული პოზიცია უჭირავს და მზარდი მოთხოვნის შესაბამისად აფართოებს პროგრამას. სულ უფრო მეტი მოგზაური სარგებლობს პირდაპირი რეისებით მათი მშობლიური ქვეყნების მიმართულებით. ახალ რეისებს Airbus A320 თვითმფრინავი მოემსახურება.
ფრენები საქართველოს მიმართულებით – დიუსელდორფიდან თბილისში
4 ივლისიდან კვირაში ერთ, ხოლო 21 ივლისიდან კვირაში ორ რეისს შეასრულებს ევროვინგსი დიუსელდორფსა და თბილისს შორის. ყოველ ოთხშაბათს და კვირას Airbus A320 თვითმფრინავი ნორდრაინვესტფალიის დედაქალაქიდან საქართველოსკენ გამოფრინდება. უკანა მიმართულების ფრენებიც ყოველ ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
ოთხშაბათი: DUS – TBS, 11.45 – 18.00 სთ.; TBS – DUS, 18.50 – 21.30 სთ
კვირა: DUS – TBS, 07.15 – 13.30 სთ.; TBS – DUS, 14.20 – 17.00 სთ
მითითებულ საათებში იგულისხმება ადგილობრივი დრო. ყველა რეისზე ადგილების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია ევროვინგსის ვებ-გვერდის ან აპლიკაციის საშუალებით. ბილეთების ფასი თბილისის მიმართულებაზე იწყება 89,99 ევროდან.
წყარო: ევროვინგსის პრესრელიზი