კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს 1999 წლის 16
აპრილს მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
შეუსაბამობა თანამედროვე გამოწვევებთან. ასევე, კანონპროექტის მომზადების ერთ-ერთ
მიზეზს აღსრულების დღეს მოქმედი შერეული სისტემის არაეფექტურობა წარმოადგენს.
არსებული სისტემის მიხედვით, აღსრულების კომპეტენცია აქვს, როგორც აღსრულების
ეროვნულ ბიუროს, ასევე კერძო აღმასრულებელს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღეს
აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია წარმოებაში მიიღოს ყველა ტიპის და
კატეგორიის საქმე, განსხვავებით კერძო აღმასრულებლისგან.
კოდექსის მიღების მიზანია აღსრულების ახალი, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება,
სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების გამიჯვნა და მკაფიოდ
ფორმულირება, სააღსრულებო პროცესის გამარტივება, აგრეთვე როგორც აღსრულების
პროცესში, ისე მის მიღმა არსებული სერვისების გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის
ახალი სერვისების შეთავაზება.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე