გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, “ავტო იმპორტ ჯორჯია” თავის მომხმარებელს განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობს: Შეთავაზება ფოთის პორტიდან ბაქოს მიმართულებით, სარკინიგზო გზით, გაუხსნელი კონტეინერის გატანას გულისხმობს.
ახალი სერვისით სარგებლობისას, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შემდეგი უპირატესობებით:
- გადაზიდვა მაქიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ
- ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი
- კონტეინერის გახსნაზე დასწრების შესაძლებლობა
- მოქნილი გადახდის პირობები (ადგილზე)
“ავტო იმპორტ ჯორჯიას” მიერ დანერგილ სერვისს, განსაკუთრებულს ხდის, გაუხსნელად კონტეინერის ტრანსპორტირება, რაც გამორიცხავს ბაზარზე არსებული სტანდარტული შეთავაზებების რისკებს, ავტომობილის შესაძლო დაზიანებაზე, რადგან, ჩვეულებრივ, კონტეინერი გადაზიდვისას საქართველოს ტერიტორიაზე იხსნება და ცალკეული ავტომობილი საზღვარს გარეთ, ევაკუატორით გადის. ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს.
“ავტო იმპორტ ჯორჯია” უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე კურირებს და მომხმარებელს მრავალ უპირატესობას სთავაზობს. იგი, ერთ-ერთი მსხვილი კორეული კომპანიის, Autowini-ის ექსკლუზიური წამომადგენელია საქართველოში.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ “ავტო იმპორტ ჯორჯიას” ლოჯისტიკის სამსახურს ნომერზე:+995 591 296060; +995 322 11 12 13
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.