fbpx
Startseite » news_ge » პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2024

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2024

by Salome Mumladze

დაიწყო განაცხადების მიღება ყოველწლიურ კონკურსზე: პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კონკურსში, გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიებში გამოვლინდებიან, სპეციალური ჯილდოები გაიცემა, ასევე, საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოში ისრაელის საელჩოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:

  • წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
  • წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
  • წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
  • წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

სპეციალური პრიზებია:

  • საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
  • პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო – დამსაქმებელთან/ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა
  • საქართველოში ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზი
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური პრიზი პროფესიული განათლების სტუდენტს

განაცხადების წარდგენა შეგიძლიათ 2024 წლის 24 ივნისამდე,  აქ.  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქ-ნ ნინო ჯაფარიძეს: ტელ. +995 591 21 82 82, ელფოსტა: tvet@millennium.org.ge

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X