გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია პროკრედიტ ბანკი, მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვითა და საზოგადოებაში გარემოს მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად იღებს მონაწილეობას მდგრადი ბანკის საქმიანობაში და აფინანსებს, განახლებადი ენერგო ტექნოლოგიებისა და გარემოსადმი მეგობრულ აქტივობებს.
პროკრედიტ ბანკმა, ელექტრო მანქანისა და მისთვის საჭირო მწვანე ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის მიზნით, დანერგა საკრედიტო პროდუქტი-ECO Mobility, რომელიც ელექტრო მანქანების შეძენის მსურველებს, მინიმალურ საპროცენტო განაკვეთს, ნულოვან თანამონაწილეობას, ავტოდაზღვევის პაკეტებს და ელექტრო მანქანებზე: Sena Auto, Hyundai, Solar Auto, E-Motors Georgia, Evotek Georgia განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობს. ელექტრო მანქანის გამოყენებით, მომხმარებელი, ასევე სარგებლობს უფასო პარკირებითა და პროკრედიტ ბანკის დამტენების ქსელით და თავისუფლდება ტაქსის ლიცენზიის გადასახადისგან.
ბანკში, ასევე ფუნქციონირებს ეკო ქვეგანყოფილება, რომელიც ბანკის სოციალურ-ეკოლოგიურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.