fbpx
Startseite » news_ge » EBRD-ის ინვესტიციები საქართველოში 2-ჯერ გაიზარდა

EBRD-ის ინვესტიციები საქართველოში 2-ჯერ გაიზარდა

by Salome Mumladze

2020 წელს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 630 მილიონი EUR-ს ღირებულების 16 პროექტს მოეწერა ხელი, იუწყება EBRD-ის წარმომადგენლობა საქართველოში. 2020 წლის მოცულობა ორჯერ აღემატება ბანკის საქმიანობის 2019 წელს. EBRD-ის ინვესტიციების 79% საქართველოში კერძო სექტორში ხორციელდება.

2020 წელს EBRD-მა 135 მილიონი EUR-ს საკრედიტო რესურსი გამოყო ქართული კომერციული ბანკებისათვის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისთვის. ხოლო 70.3 მილიონი EUR გამოიყო ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციებისთვის, ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 3 ადგილობრივი პარტნიორი ბანკის მონაწილეობით.

$25 მილიონის სესხი გამოიყო საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის (GHG), რაც 6 საავადმყოფოს COVID-19-ის პაციენტებისათვის ადაპტაციისა და დიაგნოსტიკურ შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას იძლევა.

EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორის კატარინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, „ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა ზომებს, როგორიცაა საგანგებო ლიკვიდურობის, საბრუნავი კაპიტალისა და სავაჭრო ფინანსების უზრუნველყოფა. ინვესტიციებთან ერთად, პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობით, ჩვენ დავეხმარეთ კერძო სექტორს კრიზისთან გამკლავებაში, ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა კი წელს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X