Startseite » news_ge » ლიდერატორი 2021 – საქართველოს ბანკის სტუდენტური პროგრამა

ლიდერატორი 2021 – საქართველოს ბანკის სტუდენტური პროგრამა

by DWV Admin
Lideratori - BOG

საქართველოს ბანკი აცხადებს  რიგით მეხუთე სტუდენტურ პროგრამას “ლიდერატორი”.

ლიდერატორის  ფარგლებში III-IV კურსელებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისათვის 12 პროგრამაზე გამოცხადდა მიღება, რომლებიც ბანკის მასშტაბით 40-მდე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ, შეიძინონ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება, აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და პროფესიონალი მენტორისგან მიიღონ დავალებები, რჩევები და უკუკავშირი.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს დასაქმების შესაძლებლობას მათთვის, ვინს წარმატებით დაასრულებს მას.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 7 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  Lideratori.bog.ge
შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბანკს ელ-ფოსტაზე: leaderator@bog.ge

You may also like

X
Skip to content