Startseite » news_ge » შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლიდან იწყება

შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლიდან იწყება

by Salome Mumladze
Corona_COVID_19_SARS_CoV_2_Virus

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება, თუმცა იმ გამონაკლისით, რომ ტრანსპორტი, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ.

რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე, ასევე შეზღუდვები სათხილამურო კურორტებზე, ქორწილებსა და დიდ ღონისძიებებზე, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

 

You may also like

X