fbpx
Startseite » news_ge » Euromoney Awards 2024: საქართველოს ბანკისა და TBC-ის  საერთაშორისო აღიარება

Euromoney Awards 2024: საქართველოს ბანკისა და TBC-ის  საერთაშორისო აღიარება

by Salome Mumladze

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, Awards for Excellence-ის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრები, საქართველოს ბანკი და TBC ბანკი რამდენიმე მნიშვნელოვან კატეგორიაში დააჯილდოვა.

საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ბანკმა ძლიერი შიდა მოთხოვნის, ტურიზმისა და ექსპორტის კაპიტალის შემოდინების საფუძველზე, შთამბეჭდავი ზრდა დააფიქსირა.  გარდა ამისა, საქართველოს ბანკი დაჯილდოვდა განათლების სფეროში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის გამო, რომლის ფარგლებშიც  მან 40-ზე მეტი პროექტი დააფინანსა, მათ შორის- ონლაინ სამეცნიერო სკოლა და რეგიონებში მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა.

თიბისი ბანკი დაჯილდოვდა ორ კატეგორიაში: საუკეთესო ციფრული ბანკი და საუკეთესო ბანკი ბიზნეს სერვისებისთვის. ბანკმა შეძლო ციფრული მომხმარებლის რაოდენობის 6,2%-ით, ჯამში კი -1,9 მილიონით გაზრდა.  გარდა ამისა, თიბისი ბანკმა დანერგა ელექტრონული ხელმოწერები ტრანზაქციული საბანკო მომსახურეობისთვის, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ეფექტურობა. თიბისი ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასევე, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და განვითარებაში.

30 წელზე მეტია Awards for Excellence ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლები, გამორჩეული ინიციატივების, პროდუქტებისა და სერვისების მქონე ბანკები სახელდებიან.

 

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X