გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი ჰეგელმან მულტიმოდალ ჟორჯია, Hegelmann Group-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სტანდარტული ტემპერატურის კონტროლირებად სატრანსპორტო მომსახურებას, ასევე სპეციალურ და უწყვეტ ექსპრეს მიწოდებას. გზის, სარკინიგზო და წყლის სატრანსპორტო სერვისების გარდა, კომპანია მოიცავს სხვადასხვა სერვისების ფართო სპექტრს, როგორიცაა მძღოლების აკადემიები, სატვირთო მანქანების სახელოსნოები, ლოგისტიკური ცენტრის შენახვის სერვისები და ახლა უკვე LTL მომსახურეობა.
ჰეგელმანის გუნდი LTL -სერვისის საშუალებით ცდილობს, მომსახურეობის პირობები ყველაზე მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და ადაპტირებული იყოს მომხარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე. ეს მომსახურეობა, იდეალურია კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ მცირე ოდენობის ტვირთის გადაზიდვა და არ სჭირდებათ სატვირთო მანქანის სრული დატირთვა. უფრო კონკრეტულად, კი – LTL მომსახურეობა გულისხმობს, სხვადასხვა ტვირთის ერთად ტრანსპორტირებას, რაც იწვევს ხარჯების შემცირებას , CO2 გამოყოფის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას. ჰეგელმანის გუნდი LTL მომსახურეობით ახორციელებს ტვირთის სწრაფ, უსაფრთხო და რეგულარულ მიწოდებებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ინდივიდუალური შემოთავაზებისთვის დაუკავშირდით აქ.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.