სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, ისევ ახორციელებს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას,
თუ თქვენი კომპანია მოღვაწეობს სასოფლო-სამეურნეო ან სასურსათო სექტორში, შესაძლებლობა გეძლევათ, მონაწილეობა მიიღოთ პროგრამაში „Partnering in Business with Germany“, რომლის მიზანია, ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა. პროგრამა განკუთვნილია ქართველი მენეჯერებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ მოლაპარაკების წარმოების უფლება და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას.
პროგრამა სთავაზობს მონაწილეებს:
- გერმანიის სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო სექტორის თანამედროვე ტენდენციების გაცნობას
- ინოვაციური ტექნოლოგიების (Smart Farming, ბიოწარმოება, ციფრული გადაწყვეტილებები, ენერგოეფექტიანობა) შესწავლას
- პირდაპირი კონტაქტის დამყარებას გერმანელ პარტნიორებთან
- მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში ANUGA 2025 ქ. კიოლნში
- წვდომას საერთაშორისო ბიზნეს-ქსელთან, რომელიც აერთიანებს პროგრამის 18 ქვეყნის 18,500-ზე მეტ კურსდამთავრებულს
- პირდაპირი კონტაქტს პოტენციურ პარტნიორებთან
- ქართული კომპანიების შესვლას გერმანულ ბაზარზე
გერმანიაში პროგრამის ფარგლებში სრულად იფარება:
- ჯგუფური ვიზიტები გერმანულ კომპანიებში და პროგრამული აქტივობები
- 19 ღამის განთავსება 3-ვარსკვლავიან სასტუმროში (ან მის ეკვივალენტურ საცხოვრებელში) ნახევარ დაფინასებით
- ტრანსფერი სადგურიდან/აეროპორტიდან ჯგუფის ცენტრალიზებული გადაადგილების შემთხვევაში
- ინდივიდუალური საქმიანი შეხვედრებით გამოწვეული მგზავრობის ხარჯები (გერმანიაში, ავტობუსით ან მატარებლით)
- სამედიცინო დაზღვევა გერმანიაში ყოფნისას
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია აქ.
პროექტი ჩატარდება 2025 წლის 29.09-16.10-ს გერმანიაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 2025 წლის 20 ივნისი.
საპროგრამო სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ ამ ბმულს. შევსებული სარეგისტრაციო ფორმა გააგზავნეთ პასპორტის ასლთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: applypwg@gmail.com
