Startseite » news_ge » 2025 წლის პირველ ნახევარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.7%-ით გაიზარდა

2025 წლის პირველ ნახევარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.7%-ით გაიზარდა

by DWV Admin

2025 წლის პირველ ნახევარში  საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 933.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 234.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 12.4 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 5 465.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.

You may also like

X
Skip to content