Startseite » news_ge » საქართველოს ბანკი გარდაბანში სასაწყობო კომპლექსის მშენებლობას დააფინანსებს

საქართველოს ბანკი გარდაბანში სასაწყობო კომპლექსის მშენებლობას დააფინანსებს

by Salome Mumladze

გერმანის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრ, საქართველოს ბანკსა და Bene Group-ს (ლოგისტიკური და სატრანსპორტო მომსახურება) შორის ახალი ლოგისტიკური პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტის ჯამური ღირებულება $5.5 მილიონია, რაც სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ.

პროექტი ითვალისწინებს გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, 13,000 კვ.მ ფართობის თანამედროვე სასაწყობო კომპლექსის მშენებლობას.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X