40
უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ საქართველოში ფრენები დაიწყო. ავიაკომპანია ტაშკენტსა და თბილისს შორის ფრენებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს, შეასრულებს.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, Fly Khiva ივნისიდან გეგმავს ასევე ოპერირების დაწყებას ბათუმის აეროპორტშიც. რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას, შესრულდება.
2025 წელს თბილისის აეროპორტს – 8 ახალი ავიაკომპანია, ბათუმის აეროპორტს – 2 დაემატება.