fbpx
Startseite » news_ge » მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მე-8 ადგილს იკავებს

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მე-8 ადგილს იკავებს

by Salome Mumladze

Fraser Institute-ის 2020 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს) საქართველო 8.18 ქულით 162 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს. წინა, 2018 წლის რეიტინგში კი საქართველო მე-9 ადგილს იკავებდა 8.14 ქულით.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ირლანდია (მე-9 ადგილი), კანადა (მე-12), დიდი ბრიტანეთი (მე-13), ესტონეთი (მე-14), იაპონია (მე-19), გერმანია (21-ე), ჰოლანდია (24-ე), ავსტრია (26-ე) და სხვა. პირველ პოზიციაზე კი კვლავ ჰონგ კონგია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებლები 2020 წლის რეიტინგში 5-დან 4 ძირითადი ინდიკატორის მხრივ გაუმჯობესებულია. მათ შორისაა: მთავრობის ზომა, სადაც საქართველოს აქვს 7.86 ქულა და იკავებს 26-ე ადგილს (ნაცვლად 7.53 ქულისა და 35-ე ადგილისა 2018 წლის რეიტინგში); სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები – 6.47 ქულა და 32-ე ადგილი (ნაცვლად 6.31 ქულია და 35-ე ადგილისა); მყარი ეროვნული ვალუტა – 9.3 ქულა და 58-ე ადგილი (ნაცვლად 9.22 ქულისა და 63-ე ადგილისა); საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება – 9.02 და მე-3 ადგილი (ნაცვლად 8.56 ქულისა და მე-7 ადგილისა).

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X