Startseite » news_ge » დაინიშნა ახალი ელჩები გაერთიანებულ სამეფოში, საბერძნეთსა და გერმანიაში

დაინიშნა ახალი ელჩები გაერთიანებულ სამეფოში, საბერძნეთსა და გერმანიაში

by David Hufschmidt
Magazine

საქართველოს ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში – სოფიო ქაცარავა; საბერძნეთში – დავით დონდუა, ხოლო გერმანიაში – ლევან იზორია დაინიშნა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ქაცარავა გახლდათ 2016-2019 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, 2015-2018 წლებში – ბრიტანეთის საელჩოს პროექტის მენეჯერი.

დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, 2015-2018 წლებში იყო მინისტრის მოადგილე, 2008-2014 წლებში საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

იზორია 2012-2015 წლებში იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2015-2016 წლებში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016-2019 წლებში – თავდაცვის მინისტრი, შედეგ დაზვერვის სამსახურის უფროსი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა, ის „იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება“.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 21 თებერვალი 2020