გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანიის, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძონ.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვების მსურველებს, სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით შეუძლიათ. პროექტი, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია აქ 2024 წლის პირველ აგვისტომდე უნდა შეავსონ.
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, უკვე 12-მა ახალგაზრდამ მოიპოვა საქართველოს ბანკის 100%-იანი დაფინანსება.
სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:
- პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელთაც წარმატებით აქვს დასრულებული საბაკალავრო საფეხური ან არის მეოთხე კურსის სტუდენტი;
- მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად შეარჩიონ სასურველი უნივერსიტეტები და დაასაბუთონ, რატომ სურთ იქ, სწავლის გაგრძელება;
- გასაუბრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ პროგრამის მონაწინეები, ოქტომბერში TOEFL, GRE და TOEFL-ის სავალდებულო ტესტებს ჩააბარებენ.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.