fbpx
Startseite » news_ge » ავერსი ფარმა საქართველოში პირადი ფარმაცევტის სერვისს ნერგავს.

ავერსი ფარმა საქართველოში პირადი ფარმაცევტის სერვისს ნერგავს.

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია ავერსი ფარმა, საქართველოში ახალ პროექტს, პირადი ფარმაცევტის მომსახურებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, პირადი ფარმაცევტები მომხმარებლებს რიგის გარეშე მოემსახურებიან და მათ ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ. რეკომენდაციები  გაიცემა, ასევე, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ავერსის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ პირადი ფარმაცევტის 24 საათიანი სატელეფონო მომსახურებითა და სასურველი მედიკამენტების ადგილზე, უფასოდ მიწოდებით.

ავერსი ფარმა პროექტის განხორციელებას, პირველ ეტაპზე თბილისის ხუთ, ყველაზე დიდი უბნის აფთიაქში დაიწყებს. სამომავლოდ კი, პროექტის განხორციელება სრულიად საქართველოში იგეგმება.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X