გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ორგანიზაცია CENN მდგრადი განვითარების, მწვანე ზრდისა და ბიზნეს-მოდელების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს “თბილისის ცირკულარული ლაბორატორია”-ს ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემის ხელშეწყობის დანერგვასა და ამ პროექტში ჩართვის მსურველთა ხელშეწყობას .
Tbilisi Circular Lab (TCL) გთავაზობთ ტრენინგებს, ბიზნესაქსელერაციის ფარგლებში მენტორობას, ქოუჩინგსა და ფინანსურ მხარდაჭერას!! პროექტი გერმანიის საერთაშორიშო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემა გულისხმობს შემდეგ პროცესს:
1) შეფუთვების ლოგისტიკის აწყობას, რომელიც მოიაზრებს შეფუთვის მწარმოებელთან/ სერვის პროვაიდერთან / ბიზნესთან უკან დაბრუნებას,
2) შეფუთვის სანიტარული სტანდარტების შესაბამისად დამუშავებას / გაწმენდას,
3) და მის ხელახალ გამოყენებას იგივე დანიშნულებისათვის.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აქ 30 მაისის ჩათვლით.