გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი Silk Hospitality-ის ორი სასტუმრო დაჯილდოვდა MICHELIN Key Awards 2025-ის ფარგლებში MICHELIN Guide-ის მიერ.
The Telegraph Hotel-მა მიიღო ორი MICHELIN Key, ხოლო Tsinandali Estate დაჯილდოვდა ერთიMICHELIN Key-ით. შეფასება ეფუძნება MICHELIN Guide-ის საერთაშორისო ინსპექტორების მიერგანხორციელებულ ანონიმურ ვიზიტებსა და შეფასებებს, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით 7,000-ზემეტი სასტუმრო შეისწავლეს.
MICHELIN Keys ენიჭება იმ სასტუმროებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხით, უნიკალურიკონცეფციითა და მომსახურების განსაკუთრებული დონით. აღნიშნული შედეგით, The Telegraph Hotel არის ერთადერთი სასტუმრო საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს ორი MICHELIN Key.
ორი ობიექტის ერთდროული აღიარება უსვამს ხაზს Silk Hospitality-ის პოზიციას, როგორც მაღალიხარისხის სასტუმრო პროექტების განმახორციელებელს საქართველოში, და ასახავს სექტორშიხარისხის სტანდარტების განვითარებას.
აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს სასტუმროების გუნდების ყოველდღიური მუშაობის შედეგს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტუმრების კმაყოფილებისა და საერთაშორისოაღიარების უზრუნველყოფაში.
