Startseite » news_ge » საქართველოს ბანკის საერთაშორისო აღიარება 2026 წელს

საქართველოს ბანკის საერთაშორისო აღიარება 2026 წელს

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, საქართველოს ბანკი 2026 წლის Global Finance Awards-ზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინოვაციებისათვის დაჯილდოვდა. მისი2020 წელს დაარსებული AI კვლევითი ლაბორატორია ფინანსურ სექტორში ერთ-ერთ წამყვანინოვაციურ ცენტრად იქნა აღიარებული. ამასთან, ბანკი რეგიონულ ინოვატორად დასახელდაგენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Gen AI) დანერგვისთვის.

ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის ტექნოლოგიურ ლიდერობას და იმ ინოვაციებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო სწრაფს, მარტივსა და პერსონალიზებულს ხდის და მორგებულია ქართულ ენასა და ადგილობრივ საჭიროებებზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია შიდა ხმოვანი ამოცნობის სისტემა, რომელიც სატელეფონო საუბრების ანალიზს ახდენს, ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას და აუმჯობესებს მომხმარებელთა საჭიროებების გაანალიზებას.

You may also like

X
Skip to content