2020 წლის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მიერ გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, Nexia TA დღეს ბაზარზე ოპერირებად აუდიტორულ ფირმებს შორის, დასაქმებულთა რაოდენობით, მესამე პოზიციაზეა.
გამოქვეყნებული მონაცემებით, კოვიდ-კრიზისული გარემოს მიუხედავად, 2020 წელს წინა წელთან შედარებით კომპანიის გუნდი 9%-ით გაიზარდა, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებზე, მათთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნასა და კეთილგანწყობილი, განვითარებაზე ორიენტირებული კორპორაციული გარემოს ფორმირებაზე.
თანამშრომელი და, ზოგადად, ადამიანი კომპანიაში მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ Nexia TA-მ მოიპოვა გამარჯვება საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora 2019 კატეგორიაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ პროექტით – „თანამშრომელი ყველაზე მაღალი ღირებულება“.
Nexia International საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდია, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას და ამას ეფექტურად აკეთებს დაგროვილი ექსპერტიზითა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უნიკალური გამოცდილებით. ის მსოფლიოს 122 ქვეყანაში ოპერირებს და 2014 წლიდან წარმატებულად მუშაობს უკვე საქართველოშიც.
Nexia TA საქართველო Nexia International-ის წევრ ქვეყნებს 2014 წლის მაისში შეუერთდა და ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა. დღეს მისი კლიენტები წარმოდგენილები არიან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მშენებლობა, წარმოება, ფინანსები, ვაჭრობა, საბანკო, უძრავი ქონება, ტურიზმი, არასამთავრობო/საბიუჯეტო, სასტუმროები და რესტორნები.
ის მათ სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
- აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება;
- საგადასახადო აუდიტი, დაგეგმვა, კონსულტაციები, სატრანსფერო ფასწარმოქმნა (Transfer Pricing)
- ბუღალტრული აღრიცხვა;
- კონსალტინგი
- იურიდიული მომსახურება
კომპანიის ბაზაზე დაფუძნებულია აკადემია და სოლუშენსი. აკადემია ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. სოლუშენსი კი წარმოადგენს მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე, რომელიც ხელს უწყობს ბიზნეს პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში.
გაეცანით ჩვენი წევრების სიახლეებს ამ ბმულზე