Startseite » news_ge » TBC Bank-ს მხარდაჭერით შექმნილი ინოვაციური ნუშის პლანტაცია

TBC Bank-ს მხარდაჭერით შექმნილი ინოვაციური ნუშის პლანტაცია

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი TBC Bank საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ნუშის პლანტაციის პარტნიორია.

კახეთში გაშენებული პლანტაცია 320 ჰექტარზეა განთავსებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში. პროექტს ახორციელებს Magharo Capital, ხოლო მისი მთავარი ფინანსური პარტნიორია TBC Bank, რომელმაც 21 მილიონი ლარის დაფინანსება გამოყო.

ქართული ნუშის ექსპორტის ზრდასთან ერთად, პროექტი რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნუშის ექსპორტის მოცულობა საშუალოდ წელიწადში 17%-ით გაიზარდა. მიმდინარე სეზონზე პლანტაცია დაახლოებით 550 ტონა გაურჩეველი ნუშის მოსავალს ელოდება.

პროექტის სამიზნე ბაზრებია ევროპა, ასევე ცენტრალური და შუა აზიის  რეგიონები, სადაც ნუშზე მოთხოვნა მაღალია, ხოლო ადგილობრივი წარმოება შედარებით შეზღუდული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ლოგისტიკურ უპირატესობას ქმნის.

ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აგროპროექტი. მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს 130,000 კუბური მეტრის მოცულობის წყლის რეზერვუარს, ავტომატიზებულ სარწყავ სისტემას და მეტეოსადგურს. პროექტის განხორციელებისას გამოყენებულია ტექნოლოგიები და მასალები ესპანეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან.

You may also like

X
Skip to content