fbpx
Startseite » news_ge » Rentals-მა ხელი მოაწერა ექსკლუზიურ საბროკერო ხელშეკრულებას GPI Holding-სა და Irao-სთან

Rentals-მა ხელი მოაწერა ექსკლუზიურ საბროკერო ხელშეკრულებას GPI Holding-სა და Irao-სთან

by Salome Mumladze

DWV-ს წევრმა კომპანია “RENTALS”-მა  სადაზღვევო კომპანია „GPI Holding“– სა და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „IRAO“ სს – სთან ექსკლუზიური საბროკერო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, ოფიციალურად დაიწყო  10 000 მ2 “A” კლასის საოფისე გასაქირავებელი ან გასაყიდი ფართის ძებნა.

პრიორიტეტული უბნებია: მთაწმინდა, სოლოლაკი, ძველი თბილისი, ვერა, ვაკე, აღმაშენებლის გამზირი, მარჯანიშვილის ქუჩა და ავლაბარი

“ჯიპიაი ჰოლდინგი” სადაზღვევო ბაზარზე 2001 წლიდანაა წარმოდგენილი და წლებია, სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს თავისი ინოვაციური პროდუქტებითა და შეთავაზებებით. საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „ირაო“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, 300 ადამიანითა და 40 000-ზე მეტი კლიენტით, სადაზღვევო ბაზრის 6%-ს ითვისებს. ორივე ზემოთხსენებული კომპანია „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ (VIG) ნაწილია. შპს „Rentals” არის უძრავი ქონების წამყვანი კომპანია, რომელიც კონსულტაციას უწევს 25 სხვადასხვა საელჩოს და ათობით მულტინაციონალურ ინსტიტუციას კომერციული და საცხოვრებელი ფართების შესახებ საქართველოსა და სომხეთში.

ქონების მფლობელებსა და სხვა სააგენტოებს ასევე შეუძლიათ გამოგვიგზავნონ თავიანთი შეთავაზებები შემდეგ მისამართზე: zurab@rentals.ge

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X