Startseite » news_ge » ეფექტური ადამიანური რესურსების მართვა საქართველოში – SCHNEIDER GROUP ორგანიზებას უწევს პრაქტიკულ HR ფორუმს თბილისში

ეფექტური ადამიანური რესურსების მართვა საქართველოში – SCHNEIDER GROUP ორგანიზებას უწევს პრაქტიკულ HR ფორუმს თბილისში

by DWV Admin

გერმანული ეკონომიკის გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, SCHNEIDER GROUP Georgia, 2025 წლის 19 ივნისს ქ. თბილისში მართავს ექსკლუზიურ შეხვედრას, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის აქტუალური HR გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის პრაქტიკული გზების შეთავაზება.

ლოკალურ შრომის ბაზარზე პროფესიონალი კადრების მოზიდვა და შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება. ამასთან ერთად, იზრდება თანამშრომელთა მოლოდინები და დამსაქმებლებისთვის აქტუალობას იძენს HR პროცესების სამართლებრივად სწორად წარმართვა. აღნიშნულ პროცესებზე დაყრდნობით, ღონისძიება მიმოიხილავს ბაზრის ძირითად ტენდენციებს, თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ერთგულების გაზრდის მექანიზმებს და სამუშაო სამართლებრივ კონტექსტს.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • როგორ მოიზიდოს და შეინარჩუნოს კომპანიამ კადრები მზარდი კონკურენციის დროს
  • როგორ გამოიყენოს თანამშრომლის უკუკავშირი ერთგულების გასაძლიერებლად
  • როგორ შეესაბამებოდეს HR პრაქტიკა ადგილობრივ სამართლებრივ ჩარჩოს

ღონისძიება გაიმართება 10:00-დან 13:00 საათამდე, Pullman Tbilisi Axis Towers-ის საკონფერენციო დარბაზში (Meeting Room 1).

მონაწილეობა უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დარეგისტრირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე: tbilisi@schneider-group.com

დეტალურ ინფორმაციას იხილავთ შემდეგ ბმულზე.

ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კადრების მართვაზე, არიან ადმინისტრაციის ან ადამიანური რესურსების სფეროს წარმომადგენლები და სურთ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს წამყვანი კომპანიების ექსპერტებთან.

SCHNEIDER GROUP Georgia კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ აქტიურ როლს როგორც DWV-ის წევრი კომპანიების ქსელში, ასევე საქართველოში  HR პოლიტიკის ხელშეწყობაში.

You may also like

X
Skip to content