Startseite » news_ge » იმედი L და AI ასისტენტი: ახალი სიტყვა სადაზღვევო მომსახურებაში

იმედი L და AI ასისტენტი: ახალი სიტყვა სადაზღვევო მომსახურებაში

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრ სადაზღვეო კომპანიას, იმედი L-ს, დაზღვეულებისთვის  მნიშვნელოვანი სიახლე აქვს – კომპანიამ ბაზარზე პირველი AI ასისტენტი წარადგინა, რომელიც სადაზღვევო მომსახურების მიღებას უფრო მარტივს, სწრაფს და ხელმისაწვდომს ხდის.

ინოვაციური ციფრული გადაწყვეტა მომხმარებლებს უკვე სატესტო ვერსიაში ეხმარება 24/7-ზე: დაზღვეულებს შეუძლიათ დისტანციურად მოითხოვონ ექიმთან ვიზიტი, ამბულატორიული მომსახურება, მედიკამენტების ან თუნდაც სამოგზაურო დაზღვევის შეძენა.

„ჩვენი მიზანია, დაზღვეულმა სწრაფად და მინიმალური ძალისხმევით მიიღოს მისთვის საჭირო სერვისი“, – აღნიშნავს ნოდარ გელოვანი, იმედი L-ის გენერალური დირექტორი. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და ხსნის ახალ შესაძლებლობებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

AI ასისტენტი მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული და რეალურ დროში იძლევა კონკრეტულ მიმართულებებს, მაგალითად – ჩივილების მიხედვით შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართებას. სისტემის განვითარებაზე იმუშავა ტექნოლოგიურ კომპანიასთან “ექიმო” ერთად და მისი დახვეწა მუდმივი პროცესია.

ამ დროისთვის AI ასისტენტთან კომუნიკაცია შესაძლებელია იმედი L-ის ვებგვერდზე, ხოლო უახლოეს მომავალში ის მობილურ აპლიკაციაშიც ინტეგრირდება.

You may also like

X
Skip to content