31
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი, თიბისი ბანკი, საერთაშორისო დონეზე დაჯილდოვდა პრესტიჟულ CyberSecurity Excellence Awards-ზე.
ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მიერ შექმნილმა „Cyber Health Assessment Framework“-მა გაიმარჯვა კატეგორიაში – წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Compliance Program).
პროექტი უზრუნველყოფს სისტემების „ჯანმრთელობის“ უწყვეტ შეფასებას და ქმნის გამჭვირვალობას ბანკის ციფრულ სისტემებში არსებულ რისკებსა და უსაფრთხოების ხარვეზებზე. აღნიშნულზე დაყრდნობით შესაძლებელია ზომების მიზნობრივად პრიორიტეტიზაცია და უსაფრთხოების ინვესტიციების ეფექტიანი მართვა.
