გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ, ინსტამ, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Light + Building 2026, რომელიც გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში გაიმართა.
გამოფენა წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც განათების, ელექტროტექნიკისა და შენობების ავტომატიზაციის მიმართულებები სრული მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი. Insta-ს გუნდისთვის აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, ადგილზე გაცნობოდა იმ საინჟინრო ინოვაციებსა და ტენდენციებს, რომლებიც თანამედროვე ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავს.
გამოფენაზე წარმოდგენილმა ტექნოლოგიებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ სექტორის მთავარი პრიორიტეტებია ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები და შენობების მართვის თანამედროვე საინჟინრო სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტეგრირებულ და ჭკვიან სისტემებს, რომლებიც ოპტიმიზაციას უკეთებს ენერგიის მოხმარებას და ზრდის შენობების ეფექტიანობას.
ექსპოს ფარგლებში გაიმართა შეხვედრები Insta-ს პარტნიორ ბრენდებთან, სადაც განხილულ იქნა ელექტროტექნიკური მიმართულების განვითარების პერსპექტივები და ახალი, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვის შესაძლებლობები.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა კომპანიას საშუალებას აძლევს, მუდმივად მიჰყვეს ტექნოლოგიურ პროგრესს და საკუთარ პროექტებში დანერგოს თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხობს ენერგოეფექტურობის უმაღლეს სტანდარტებსა და დღევანდელი ბაზრის გამოწვევებს.
