Startseite » news_ge » “ელემენტ კონსტრაქშენის” მორიგი გრანდიოზული პროქტი

“ელემენტ კონსტრაქშენის” მორიგი გრანდიოზული პროქტი

by Salome Mumladze
Element construction High-Tech-Pharmalager

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრმა, „ელემენტ კონსტრაქშენმა“ დაიწყო საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული სასაწყობე ცენტრის მშენებლობა. ორსართულიან შენობაში განთავსდება საოფისე ფართები და არქივის ოთახი. დაგეგმილია პარკინგისა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. ინდუსტრიული მშენებლობა თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში, 5 000 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

თანამედროვე ლოჯისტიკური ცენტრი ,,ფარმა სოლუშენს“ სრულ თანხვედრაში იქნება ფარმაცევტული პროდუქციის შენახვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. შენობაში დასაწყობდება როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტი.

ცენტრის გახსნა 2022 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

You may also like

X