fbpx
Startseite » news_ge » EBRD-მა ProCredit Bank-ს 10 მილიონ EUR-ს სესხი გამოუყო

EBRD-მა ProCredit Bank-ს 10 მილიონ EUR-ს სესხი გამოუყო

by Salome Mumladze

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ცნობით, EBRD-მა ProCredit Bank-ს 10 მილიონ EUR-ს ოდენობის სესხი გამოუყო. ProCredit Bank-ის მიერ ამ თანხის ფარგლებში ადგილობრივი კომპანიების დაკრედიტებისას, სესხების მინიმუმ 70% განკუთვნილი იქნება მწვანე ტექნოლოგიებისთვის. დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, მიუთითებს EBRD.
ევროკავშირი შეავსებს ამ დახმარებას მასტიმულირებელი გრანტებით და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში. 2016 წელს ამ პროგრამის დაწყებიდან, საქართველოში 170-მდე კომპანიამ ისარგებლა სხვადასხვა სექტორში – წარმოებიდან სოფლის მეურნეობამდე, ტურიზმიდან სამედიცინო მომსახურებამდე, იუწყება EBRD.
ცნობისთვის, EBRD-მა საქართველოში 4 მილიარდი EUR-ს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 262 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგოსექტორებში, საიდანაც 79% კერძო სექტორზე მოდის.
ProCredit Bank საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, მისი 100%-იანი მფლობელი არის გერმანული ProCredit Holding.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X