627
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) ეძებს გუნდის ახალ წევრს, პროექტის მენეჯერს – Digital Expert.
მოვალეობები:
- ორგანიზაციის ვებგვერდის www.dwv.ge მართვა;
- ორგანიზაციის სოციალური მედიის არხების (Facebook, LinkedIn, Google My Business) მართვა;
- ნიუსლეთერ-კამპანიების წარმოება;
- რეპორტინგი (Facebook, LinkedIn, Google Analytics);
- ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მშობლიური ენა – ქართული, გერმანული ენის ძალიან კარგად და ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
- ციფრულ არხებში მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის, WordPress-სა და სოციალური მედიის (Facebook, LinkedIn) კარგად ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები/ინფორმაცია გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ელ-ფოსტაზე: jobs@dwv.ge
დოკუმენტები/ინფორმაცია:
- CV გერმანულ ან ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე;
- ინფორმაცია სასურველი ხელფასისა და მუშაობის დაწყების თარიღის შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ:
- გერმანულ-ქართულ სამუშაო გარემოს;
- ოფისის ცენტრალურ მდებარეობას;
- 40 საათიან სამუშაო კვირას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიაზე არ მოხდება იმ კანდიდატების განხილვა, რომლებიც არასრულად წარმოადგენენ დოკუმენტაციას.