გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანია რენტალსი არის უძრავი ქონების გაქირავების წამყვანი კომპანია, რომელიც 25 სხვადასხვა საელჩოს და ათეულობით საერთაშორისო ინსტიტუტს კონსულტაციას უწევს საქართველოსა და სომხეთში კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების საკითხებზე.
ზურაბ ერისთავმა (“რენტალსი”-ს მმართველი პარტნიორი) და ქ-ნ. ივა ტრიფონოვმა (“შერატონის” გენერალური დირექტორი საქართველოში), ხელი მოაწერეს ექსკლუზიურ საბროკერო შეთანხმებას სასტუმრო “შერატონში” არსებული “ა” კლასის საოფისე ფართის გაქირავებასთან დაკავშირებით.
დაცული და მყუდრო საოფისე ფართი, სადაც სხვადასხვა დროს განთავსებული იყო ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის საელჩოები, ელოდება ახალ დამქირაველს. (“რენტალსი” მიესალმება სხვა საბროკერო კომპანიების ჩართულობას გაქირავების პროცესში).