2024 წლის 1 მარტს, საქართველოში ძალაში შევიდა ახალი კანონი ,“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. მონაცემთა სათანადო დამუშავების მიზნით, ახალი კანონი მკაცრ საკანონმდებლო მოთხოვნებს აწესებს საჯარო და ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით მონაცემებს ამუშავებენ. ახალი კანონი ორგანიზაციებს პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის გაწერის ვალდებულებას აკისრებს, ხოლო მთელ რიგ ორგანიზაციებს დამატებით, ოფიცრის აყვანა ევალებათ, რაც თავის მხრივ დიდი გამოწვევაა თანამედროვე ბიზნესის სექტორში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის გამოწვევების საპასუხოდ, ნექსია საქართველომ ახალი სერვისი დანერგა. ის ორგანიზაციებს ახალი კანონის სწორ და კონსტრუქტიულ რეალიზებასა და თანამშრომელთა გადამზადებაში დაეხმარება. გარდა ამისა, იზრუნებს ყველა საჭირო დოკუმენტის შედგენაზე და კომპანიების შიდა დოკუმენტების შესრულების პერიოდულ მონიტორინგს განახორციელებს.
ნექსია საქართველო 10 წელზე მეტია უკონკურენტოდ ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აუდიტის, გადასახადების, ბუღალტერიის, კონსალტინგის, იურიდიული მომსახურების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ლიცენზირებული პროგრამების სფეროებში სრულ მხარდაჭერას სთავაზობს.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.