DWV-ს წევრ Lufthansa Group-ის შვილობილმა ავიახაზებმა – Austrian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო.
ავიახაზები ზაფხულის სეზონზე პირდაპირ რეისებს თბილისიდან ვენის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. Austrian Airlines ვენა – თბილისის მიმართულებით უკვე შეასრულა პირველი რეისი.
ავიაკომპანია 60-წლიან გამოცდილებას ითვლის, იგი არის ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანია, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტშია. Austrian Airlines-ის გლობალური მარშრუტების ქსელი 55 ქვეყნის 130 – ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.
პირველ რეისს ვენიდან სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი და აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში Austrian Airlines -ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტიც დახვდნენ.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.