fbpx
Startseite » news_ge » ბიზნეს დელეგაცია თბილისში სახელმწიფო მდივნის გიგოლდის ხელმძღვანელობით

ბიზნეს დელეგაცია თბილისში სახელმწიფო მდივნის გიგოლდის ხელმძღვანელობით

by Salome Mumladze

6-8 მაისს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და გერმანიის საელჩოს თანაორგანიზებით საქართველოს ეწვია ბიზნეს დელეგაცია.

დელეგაციის ვიზიტი ინიცირებული იყო გერმანიის ეკონიმიკისა და კლიმატის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, ბატონი სვენ გიგოლდის მიერ. აღმოსავლეთის კომიტეტის (OA-Ost-Ausschuss) მხარდაჭერით,  ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, გერმანული კომპანიების წარმომადგენლებმა.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში,  ბატონ ერნსტ პეტერ ფიშერთან, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილთან და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან, ბატონ ირაკლი შაკიაშვილთან.

შეხვედრებზე დელეგაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ბიზნესგარემოს შესახებ საქართველოში, განეხილათ ქვეყნის ეკონიმიკური პოტენციალი და  შესაძლებლობები ევროპულ კომპანიებისთვის. გარდა ამისა, დელეგატებმა დასვეს  მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები საქართველოში კომპანიის დაფუძნებისა და ოპერირების შესახებ, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, გერმანულმა კომპანიებმა მოინახულეს ავსტრიული სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss, რომელიც საქართველოში მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს.

დელეგაციის დასარულს, მონაწილეები მიწვეულ იქნენ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში, სადაც არაფორმარულ გარემოში გაცვალეს შთაბეჭდილებები და იდეები.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება ყოველთვის სიხარულით მასპინძლობს დელეგაციებს გერმანიიდან და წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოში კომპანიის დაფუძნების ხელშეწყობის მიზნით კი, გერმანულ კომპანიებს სთავაზობს ისეთ მომსახურებებს, როგორცაა ბაზრის ანალიზი, ვირტუალური ოფისი/იურიდიული მისამართი, რეკრუტინგი, ბიზნეს მეილინგი და სხვ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X