10 მაისს, 9 ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელმა ერთბლივად გამართულ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახ“ კანონპრიექტთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოში შეიქმნას.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას იღებდა გერმანიის ეკონიმიკური გაერთიანების მმმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საშა ტერნესი.
მისი განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს დააშორებს.
„საქართველოს უწევს კონკურენცია ბევრ ქვეყანას შორის, რომელიც სთავაზობს თავის პლატფორმას ბიზნესს. უცხოური კომპანიები საქართველოში ოპერირებენ მრავალი მიზეზის, მათ შორის ხელსაყრელი პირობები გამო, მაგრამ ასევე ეს ბიზნესები დგამენ მრავალ თანმიმდევრულ ნაბიჯს და ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თუ თითოეული ეს პირობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ევროკავშირი შეშფოთებული იქნება ამ კანონის გამო და ჩვენი ევროპული მომავალი და მიმართულება დადგება რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესები არ იქნებიან მოხარულები. მე ვხედავ ძალიან კონკრეტულ რისკს ორგანიზაციებისა და ბიზნესისთვის. როდესაც უკვე აქ ხარ, რთულია დატოვო ქვეყანა, რადგან გაქვს ოფისი, განახორციელე ინვესტიციები, ამას უბრალოდ ვერ დატოვებ. მაგრამ ამავდროულად, ეს კომპანიები ვერ განავითარებენ და გაზრდიან ბიზნესს და არის ბევრი პრობლემა რომლის წინაშეც დადგებიან. ამას გავლენა ექნება ახალ ინვესტიციებზე და ბიზნესებზე, რადგან არავის სურს არასტაბილურ გარემოში ინვესტიციების განხორციელება. ეს კანონი ერთი წლის წინ დაანიცირეს და შემდეგ გაიწვიეს და მივიღეთ პირობა, რომ აღარ დააინიცირებდნენ. ბიზნეს პერსპექტივიდან არარეალურია, როდესაც იგივე პირები აინიცირებენ, ვინც პირობა დადო“, – განაცხადა საშა ტერნესმა.