დღეს, 13 მაისს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება მონაწილეობდა ბავარიის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატების ონლაინ-შეხვედრაში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, გერმანიის ინდუსტრიულად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონის, ბავარიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ერთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობა.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) დირექტორმა, ბატონმა თომას კიმმესვენგერმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს ბიზნესგარემოსა და ეკონიმიკური პოტენციალის შესახებ.
მან უპასუხა კითხვებს, თუ რა შესაძლებლობები და უპირატესობები აქვთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბავარიულ კომპანიებს საქართველოში, თუ რა ტენდეციებია სამუშაო ძალასთან დაკავშირებით და სხვ.
შეხვედრის დასასრულს შეხვედრის მონაწილე ორივე მხარემ არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ერთობლივი პროექტების ინიცირების იმედი გამოთქვა.