DWV-ს წევრმა, გრანთ თორნთონმა საჯარო-კერძო დიალოგი გამართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესის, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, სადაც განიხილეს კანონმდებლობის გამოწვევები და შესაძლებლობები.
გრანთ თორნთონის იურისტმა – ნინო ყველაიძემ, დამსწრე საზოგადოებისთვის წამოადგინა დეტალური მიმოხილვა პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. პანელურ დისკუსიში მონაწილეობას ღებულობდნენ ექსპერტები პარლამენტიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან და გრანთ თორნთონიდან.
დისკუსიას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი კახაბერ გოშაძე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შავლეგ თოდუა, გრანთ თორნთონის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჯოლია და მთავარი იურისტი ზურაბ ახალაძე. კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩაერთული კითხვა-პასუხის სესიაში, რომელიც დასრულდა აქტიური დისკუსიით.
გრანთ თორნთონი კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას ახალ ინიციატივებსა და ბიზნესის სხვა აქტუალურ საკითხებზე დაინტერესებულ მხარეებთან.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.