Startseite » news_ge » საქართველოს მთავრობამ 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობამ 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა.

by Salome Mumladze
Feiertage in Georgien

საქართველოს მთავრობამ აღდგომის მომდევნო, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა. დადგენილების თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლებამოსილება რჩებათ, თავად  განსაზღვრონ ის სამსახურები და თანამშრომლები, რომლებსაც უქმე დღეები არ შეეხებათ.

დადგენილება არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

You may also like

X