გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა ინსტას შვილობილმა კომპანიამ, Delight-მა, ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერები სამუშაო ვიზიტი გერმანიაში, ბრენდ JUNG-ის ქარხანაში დააორგანიზა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ინსტა საქართველოში JUNG-ის ექსკლუზიური პარტნიორი და ოფიციალურ წარმომადგენელია.
ვიზიტის მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიური სტანდარტების გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ JUNG-ის განვითარების ისტორიას, ბრენდის ფილოსოფიასა და მის არქიტექტურულ მიდგომებს. მონაწილეებმა მოინახულეს კომპანიის დამფუძნებლის ისტორიული ვილა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უშუალოდ საწარმოო პროცესებს. ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე შეეფასებინათ გერმანული წარმოების მასშტაბები: თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემები, მაღალტექნოლოგიური დანადგარები და ხარისხის კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
მსგავსი პროფესიული ვიზიტები ხელს უწყობს ქართულ ბაზარზე თანამედროვე მიდგომების დანერგვას, ცოდნის გაზიარებასა და ადგილობრივი პროექტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.
