Startseite » news_ge » პროკრედიტი, როგორც ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი

პროკრედიტი, როგორც ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ProCredit Bank, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის პროექტს. პროექტი გულისხმობს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად, სპეციალურად შექმნილი ტრენინგების, გრანტების და მენტორული სესიების დახმარებით, რეგიონში მცხოვრებ ქალებს მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოტივაცია, პოტენციალი, უნარები, იდეები მიმზიდველ საგრანტო წინადადებებად შეეკრათ და შემოსავლის წყაროდ ექციათ.

პროექტის ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტში 200 ქალი ჩაერთო, დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან. შედეგად, 80 მა დაინტერესებულმა ქალმა გაიარა სასწავლო კურსი „ბიზნეს ტრენინგი დამწყები მეწარმე ქალებისთვის“, რომელიც მოიცავდა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სესიებს. ტრენინგებს ჯგუფური მენტორინგის სესიებიც ახლდა.  ტრენინგები „სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან“ თანამშრომლობით ჩატარდა, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით. საწავლო კურსი მონაწილე ქალების დიდი ჩართულობით და ინტერესით მიმდონარეობდა.

კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ საგრანტო კონკურსში, რომელიც სპეციალურად „ქალთა შემოსავლის მომტანი საქმიანობის მხარდასაჭერად“ შეიქმნა. 79 ქალმა (80 ქალიდან) წარადგინა ინდივიდუალური ბიზნეს გეგმა, რომელიც მათ სოფლებში უნდა განხორციელდეს.

You may also like

X
Skip to content