გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია BLC Law Office აღიარებულია IFLR1000-ის მიერ, როგორც საფინანსო და კორპორატიული სამართლის, ასევე პროექტების განვითარების მიმართულებით. უახლეს რეიტინგში BLC Law Office კვლავ უმაღლეს კატეგორიაში (Tier 1) მოხვდა.
BLC Law Office-ის რვა იურისტი ინდივიდუალურად მოხვდა რეიტინგში: ალექსანდრე ბოლქვაძე, ქეთევან ქვარცხავა, გიორგი ბათლიძე, თამთა ივანიშვილი, ლაშა უფლისაშვილი, რუსა ჭკუასელი, ანრი ხონელიძე და რუსკა ხაზარაძე. ეს მაჩვენებელი ქართული იურიდიული ფირმებისთვის ყველაზე მაღალია.
ქეთევან ქვარცხავა და თამთა ივანიშვილი ასევე მოხვდნენ IFLR1000-ის ლიდერ ქალთა სიაში.
BLC Law Office-ის მიღწევები კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანიების მაღალ პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულებას, რაც დადებითად აისახება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბიზნესგარემოზე.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
