fbpx
Startseite » news_ge » თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერით საქართველოში პირველი მზის მოტივტივე ელექტროსადგური აშენდა

თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერით საქართველოში პირველი მზის მოტივტივე ელექტროსადგური აშენდა

by Salome Mumladze

თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა” საირიგაციო წყალსაცავზე საქართველოში პირველი მზის მოტივტივე ელექტროსადგური დაამონტაჟა.

216 კვტ. სიმძლავრის მზის მოტივტივე ელექტროსადგური, სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას 31 200 კგ. CO2 ეკვივალენტით შეამცირებს.

საპილოტე პროექტის საშუალებით,  „აგრო იმპექსის“ ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება და კომპანია ყოველწლიურად საშუალოდ 32 400 დოლარს დაზოგავს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 177 000 დოლარია, საიდანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა – 85 000 დოლარს, თიბისის აგრო სესხით მხარდაჭერა კი 92 000 დოლარს შეადგენს.

“აგრო იმპექსი” „აგრო ჰოლდინგის“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა და გარდაბანში 70 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ სიმინდის ყანებს ფლობს. თიბისი, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, 9 წელია „აგრო ჰოლდინგის“ ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.

 

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

 

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X