fbpx
Startseite » news_ge » Nexia TA – სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი

Nexia TA – სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი

by Timo Roujean

Nexia TA – სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.

დისკუსია იმაზე, პროცესი უფრო მნიშვნელოვანია თუ შედეგი, მუდმივად მიმდინარეობს. ორივე მოსაზრების საწინააღმდეგოდ თუ სასარგებლოდ უამრავი არგუმენტი არსებობს და მტკიცებაც დაუსრულებლად გრძელდება.

სწორედ ამ ცნობილი დილემის ირგვლივ დაიწყო Nexia TA-მ ახალი კამპანია და დასვა კითხვა „პროცესი უფრო მნიშვნელოვანია თუ შედეგი?“. კითხვამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ერთ-ერთი ყველაზე დამახსოვრებელი კომენტარი, რომელიც Nexia TA-ს ფეისბუქის პოსტს მოჰყვა, ასეთი იყო: „ადამიანებს, როცა რაღაც აქვთ დასამტკიცებელი და ჯერ კიდევ მისაღწევი, შედეგზე არიან ორიენტირებულნი, ხოლო ისინი – ვინც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს, პროცესზე აკეთებენ აქცენტირებას. კომპანიის შემთხვევაშიც ასეა, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამეს ანიჭებს მენეჯმენტი  მნიშვნელობას.“

კამპანია გაგრძელდა ვიდეორგოლით, რომლის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ Nexia TA-ში პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი. სარეკლამო კამპანიაში სანდოობისა და საიმედოობის მეტაფორად ჩაფხუტია გამოყენებული, ამით კომპანიას სურს, თქვას, რომ ის „სანდო მეგობარია“. კომპანიის ეს მიდგომა თანაბრად ეხება ყველა დაინტერესებულ მხარეს, დასაქმებულებს, პოტენციურ თანამშრომლებს, არსებულ თუ მომავალ კლიენტებს და ჰპირდება მათ ურთიერთობის გზას/პროცესს, რომელიც მრავალფეროვანი,  საინტერესო, განმავითარებელი  იქნება.

Nexia TA ყოველთვის გამოირჩეოდა სამუშაო პროცესით, გუნდის ენერგეტიკით, დინამიკით, ერთიანობით, თუმცა პანდემიის კრიზისულმა პერიოდმა პროცესის მნიშვნელოვნება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

Nexia TA-მ თავის გუნდსა და კლიენტ კომპანიებთან ერთად ეფექტურად, დანაკარგების გარეშე  გადალახა პანდემიური სირთულეები. კრიზისის საწყის ეტაპზევე დაგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები, წამოიწყო კამპანია MOVE ON GEORGIA, რომლის ირგვლივაც გააერთიანა თავისი გუნდი და ყოველდღიურ, მხარდამჭერ, საკონსულტაციო თუ სხვა ტიპის საქმიანობაში ჩაერთო კლიენტებისა და სტარტაპერი კომპანიებისთვის, რომ მათთვის  ნაკლები ნეგატიური შედეგების  მომტანი გამხდარიყო კოვიდ-პანდემიური სიტუაცია.

დღეს კომპანია გამოწვევების ახლებურად გადაწყვეტას, ახალ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს პარტნიორებს მათი უფრო მეტი ჩართულობითა და მონაწილეობით.

წევრების სიახლეები

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X