fbpx
Startseite » news_ge » საკანონმდებლო სიახლე: კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

საკანონმდებლო სიახლე: კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

by Timo Roujean

,,შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2020 წლის 21 მაისს, ითვალისწინებს შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედებას 2021 წლის 30 ივნისიდან. თუმცა, COVID-19 პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო ამ პერიოდში ვერ ესწრება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებში (მუნიციპალიტეტები და სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“) სათანადო კადრების მომზადება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ მოთხოვნების ადმინისტრირება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში.

შესაბამისად, 2021 წლის 10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული კანონის მიხედვით დადგინდა შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედების ვადა 2022 წლის 30 ივნისიდან , ნაცვლად  – 2021 წლის 30 ივნისისა.

 აქვე შეგახსენებთ, რომ ,,შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ’’  კანონის მიღება განაპირობა  ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთებამ, რომელის თანახმადაც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის19 მაისის დირექტივა 2010/31/EU შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ(EPBD) და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა 2012/27/EU ენერგოეფექტურობის შესახებ(EED).’’

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

You may also like

X