გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანია OHM Energy Solutions ჩვენს წევრებს სთავაზობს მზის ელექტროსადგურის დაფინანსებას Procredit Bank-თან თანამშრომლობით.
რატომ არის მზის ელექტროსადგური მომგებიანი გადაწყვეტილება თქვენი ბიზნესისთვის?
ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, მზის მიკროელექტროსადგურის ინვესტიციაზე უკუგება მაქსიმუმ 4 წელიწადს, ხოლო მისი ოპტიმალური ეფექტიანობა 20 წელიწადს შეადგენს.
გასათვალისწინებელია ელექტროენერგიის ტარიფის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 5%-ს შეადგენს.
1 კვტ ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის ღირებულება 10 წლის პერიოდში საშუალოდ 36-40 თეთრს შეადგენს, რაც გამოწვეული იქნება როგორც ადგილობრივი გენერაციის დეფიციტით, აგრეთვე თავისუფალი ბაზრის გახსნის შედეგად ტარიფების ზრდით. რაც ელექტროენერგიის დაახლოებით 25%-ით გაძვირებას გულისხმობს.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნეტო აღრიცხვა
- საქართველოში კანონით დაშვებულია მიკროელექტროსადურის ნეტო აღრიცხვის სქემით ქსელზე დაერთება.
- ნეტო აღრიცხვა არის დაერთების ფორმატი, რომლითაც ორმხრივი მრიცხველის მეშვეობით ხდება მიკროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიის ხარჯის გაქვითვა (ქსელთან ბარტერი).
კანონი საშუალებას გვაძლევს შევიმციროთ ან საერთოდაც გავიქვითოთ ელექტროენერგიის ხარჯი.
მზის ელექტროსადგურის მოწყობა
ელექტროენერგიაზე თქვენი ორგანიზაციის ხარჯისა და არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით OHM Energy Solutions ახორციელებს მზის ელექტროსადგურის საუკეთესო კომპლექტაციისა და სიმძლავრის შერჩევასა და პირველადი პროექტის ფორმირებას.
აღჭურვილობის შერჩევა, მშენებლობა/მონტაჟი
პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე ხორციელდება შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევა. სოლარ პანელების, კაბელებისა და სამაგრი სტრუქტურის გაცხადებულ ხარისხთან შესაბამისობის დადგენის, ხარისხის კონტროლისა და გარანტიების შენარჩუნების მიზნით ხორციელდება:
- FICHTNER ძირითადი სტანდარტებით ხელმძღვანელობა აღჭურვილობის შერჩევის ნაწილში
- ინდივიდუალური პარამეტრების შერჩევა (პანელის ჩარჩოს, შუშის სისქე, ა.შ.)
- SGS/TUV ხარისხის აუდიტი
- Ariel RE/MUNICH RE მწარმოებლის პასუხისმგებლობის გადაზღვევა
- მშენებლობის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტებით ხელმძღვანელობა.
მოვლა და მონიტორინგი
მზის ელექტროსადგურის მიზანია ორგანიზაციის ფინანსური ოპტიმიზაცია, შესაბამისად, მზის ელექტროსადგურის მოწოდება და მშენებლობის შემდეგ აუცილებელია სისტემის მონიტორინგი, მოვლა (მათ შორის წმენდა). მოცემული სერვისი ხორციელდება 10 საფეხურიანი პროტოკოლით, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობასა და მწარმოებლების მიერ საგარანტიო პასუხისმგებლობების კეთილსინდისიერ შესრულებას.
ომ ენერჯი გთავაზობთ მოხერხებულ საგარანტიო პირობებს
- მოწოდება, მონტაჟი და მოვლა-ოპერირება – 5 წელი (მთლიან სისტემაზე)
- სოლარ პანელები – 25 წელი ქარხნულ წუნზე, 30 წელიწადი ეფექტიანობაზე
- გარდამქმნელი – 5/10 წელი
- კაბელები: 10 წელი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით OHM Energy Solutions-ს www.ohmenergy.ge