გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი სადაზღვევო კომპანია „არდი“ ცნობილია ინოვაციების სიყვარულითა და საზოგადოებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით.
2025 წელი არდისთვის ციფრული ტრანსფორმაციისა და ბრენდის განახლების ეტაპია. 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია განაგრძობს მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებას, რაც 2024 წლიდან ძლიერ ინსტიტუციურ პარტნიორზე – Georgia Capital PLC-ზე დაყრდნობით ახალ მასშტაბს იძენს.
არდის ახალი სტრატეგია ადამიანს აყენებს ცენტრში – კომპანია აზღვევს ყველაფერს, რაც მომხმარებლის მშვიდ ცხოვრებას განსაზღვრავს: ჯანმრთელობას, ქონებას, მოგზაურობას თუ გამოცდილებებს.
„ეს არის არდის ახალი ცხოვრების დასაწყისი. ჩვენ ვცვლით არა მხოლოდ ვიზუალს, არამედ დამოკიდებულებას დაზღვევის მიმართ – ვთავაზობთ ადამიანზე მორგებულ გადაწყვეტებს, რომლებიც უზრუნველყოფს უშფოთველ აწმყოსა და ჰარმონიულ მომავალს,“ – აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე, არდის გენერალური დირექტორი.
განახლებული აპლიკაცია უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სრულყოფილ სერვისებზე წვდომას, 24-საათიან მხარდაჭერასა და პერსონალიზებულ გამოცდილებას შესთავაზებს. ის ბრენდის ციფრული განსახიერებაა, რომელიც ამარტივებს პროცესებს და აკავშირებს ადამიანს თანამედროვე, მოქნილ და კომფორტულ მომსახურებასთან.
ბრენდის ახალი იდენტობა შემუშავდა კრეატიულ სააგენტო „სუპერმარკეტთან“ თანამშრომლობით და მოიცავს როგორც სტრატეგიის, ასევე ვიზუალური და კომუნიკაციის სტილის სრულ განახლებას.
ახალი სლოგანი – „ცხოვრების ჯერია“ – არდის განახლებული ხედვის სიმბოლოა: დაზღვევა, რომელიც ადამიანს დროისა და სიმშვიდის დაბრუნებაში ეხმარება.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
