გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025-ის მოსაპოვებლად ბიზნესის წარმომადგენლებს იწვევს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი კონკურსს უკვე მერვედ ატარებს, რომელიც მიზნად ისახავს პროგრესული, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიების აღმოჩენასა და ხელშეწყობას, რომელთა საქმიანობა ეფუძნება მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
კონკურსის ნომინაციები გაეროს მდგრადი განვითარების 6 მიზნიდან გამომდინარეობს:
- SDG 2 – შიმშილის აღმოფხვრა;
- SDG 4 – ხარისხიანი განათლება;
- SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;
- SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება;
- SDG 13 – კლიმატური მდგრადობის მიღწევა;
- SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.
შემოსული განაცხადების განხილვა მოხდება ორ კატეგორიაში: მსხვილი ბიზნესი და მცირე და საშუალო ბიზნესი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30 მაისი, 2025
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია ამ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ქ-ნ მაია გიორგაძეს შემდეგ ელ. ფოსტაზე: maya@unglobalcompact.ge
