fbpx
Startseite » news_ge » საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 17.3%-ით გაიზარდა

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 17.3%-ით გაიზარდა

by Salome Mumladze

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოზიტიურ სტატისტიკას აქვეყნებს. საქართველოს მიერ 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა $4.1 მილიარდი შეადგინა. 2022 წელთან შედარებით შემოსავლები 17.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის (პანდემიამდელი პერიოდი) მაჩვენებელი გადაჭარბებულია 26.2%-ია.

რაც შეეხება შემოსავლებს ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2023 წელს ყველაზე მეტი – 22.7%, ანუ $938.3 მილიონი (ზრდა – 10%), რუსეთიდან ვიზიტორებზე მოდიოდა.

როგორც სებ აღნიშნავს, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30.5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი, მიიჩნევიან საქართველოს რეზიდენტებად და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

შემოსავლების მიხედვით, შემდეგ მოდის: თურქეთი – 15.3%, ანუ $630.9 მილიონი (ზრდა – 58%), და ევროკავშირის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით) – 13.3%, ანუ $549.6 მილიონი (ზრდა – 65%), მოდიოდა.

2023 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის 7.07 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა – 30.3%-ია.

პოზიტიურია Galt&Taggart-ის პროგნოზი: 2024 წელს საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 10%-ით გაზრდა არის მოსალოდნელი, 2024 წელს საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან $4.5 მილიარდს მიაღწევს. 2023 წელთან შედარებით ($4.1 მილიარდი) ზრდა 10%-მდე.

პროგნოზი ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების სრულად აღდგენას პანდემიამდელ დონესთან შედარებით.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო “სარკე”

You may also like

X